უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ ამ საუკუნეში კაცობრიობა კიდევ ერთ ნიურნბერგის სასამართლო პროცესს იხილავს.
მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც ფაშისტები.
"ეს არ არის სპეცოპერაცია, არც პოლიციის რაიმე ქმედება. ესენი იყვნენ ფაშისტები და არაადამიანები. იჭერდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ. ეს მსოფლიომ უნდა აღიაროს. ამ საუკუნეში კაცობრიობა კიდევ ერთ ნიურნბერგის სასამართლო პროცესს იხილავს ეს, პროცესი ან ჰააგაში, ან ხარკოვში, ან ბუჩაში, ან შესაძლოა, ირპენში გაიმართოს. მტერი მსჯავრდადებულის სკამზე აუცილებლად დაჯდება და აუცილებლად დაისჯება" ,- ამბობს რეზნიკოვი.
უკრაინა აცხადებს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს ბუჩაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებით სავსე იყო ქუჩები, მათ ეტყობოდათ წამების კვალი, ჩანს, რომ ნაწილის დაწვა სცადეს.