უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩაში ის ადგილი აღმოაჩინეს, სადაც რუსები მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდნენ და ხოცავდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებში ხალხს ადგილობრივ ბავშვთა სანატორიუმ "რადიანტას" სარდაფში აწამებდნენ.
სარდაფში აღმოჩენილია ცხედრებიც. ყველა მათგანი მოხრილ მდგომარეობაშია და ხელები აქვს შეკრული.
კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს ბუჩაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებით სავსე იყო ქუჩები, მათ ეტყობოდათ წამების კვალი, ჩანს, რომ ნაწილის დაწვა სცადეს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.