კრემლი ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას "უკრაინის პროვოკაციას" უწოდებს და "გამოძიებას" იწყებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბასტრიკინმა ქალაქ ბუჩაში, რუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას „უკრაინის პროვოკაცია“ უწოდა და ამ საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური ექსპერტიზის დაწყების ბრძანება გასცა.

Reuters-ის ინფორმაციით, კრემლი თვლის, რომ უკრაინამ ბუჩაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "განზრახ ცრუ ინფორმაცია" გაავრცელა და "ექსპერტიზის" ჩატარებაც ამის საფუძველზე გადაწყვიტეს

შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული, 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრები, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქის ქუჩებში იპოვეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი