უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, "ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი ტყუილს უწოდებს და მის უკან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომსა და გია ლორთქიფანიძის კვალს ხედავს, რომელიც უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა:
"პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება, ზოგადად ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს. კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის სწორედ იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედ სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა გია ლორთქიფანიძე. ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს" თქვა კახიანმა.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდულ გზებს ეძებს და ამაში მას საქართველოც ეხმარება. ოფიციალურ განცადებას საქართველოდან ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა.