უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის
"საერთაშორისო სანქციების შემოღებით რუსეთმა დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს გავლით. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩაერიონ კონტრაბანდისტების საქმიანობაში." ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რუსეთისთვის სამხედრო მიწოდების კიდევ ერთი არხია - აღმოსავლეთ აზია, საიდანაც ოკუპანტს აწვდიან სათადარიგო ნაწილებს მანქანების, ელექტრონიკისა და ოპტიკური მოწყობილობებისთვის.
"განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაც" - წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.