ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, სრულიად მიუღებელია - პაპუაშვილი კონტრაბანდაზე

გამოქვეყნდა:

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია " -  ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.  პაპუაშვილი მოკლე განცხადებას ტვიტერით ავრცელებს.

შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდულ გზებს ეძებს და ამაში მას საქართველოც ეხმარება. უწყების ინფორმაციით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს საქართველოს გავლით. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩაერიონ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი