ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან მაჩაბლის ოჯახი დახმარებისთვის პრემიერსა და პატრიარქს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ სოფელ ქერედან გატაცებული ლევან მაჩაბლის ოჯახი დასახმარებლად პრემიერს, მთავრობასა და საპატრიარქოს მიმართავს. 

ოჯახისთვის უცნობია 2008 წლის ომის ვეტერანის დაკავების ზუსტი დეტალები, ერთ-ერთი ვერსიით, ლევან მაჩაბელი გატაცებამდე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში დათა პაპას ქვრივის, ვალია ვანიშვილის დასახმარებლად იმყოფებოდა.

"მეშვიდე დღეა რაც დაკავებულია და ესენი კონტაქტზე გამოვიდნენ ორი დღის შემდეგ. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც აღვნიშნე თითქმის იგივეა, დღესაც დაგვიკავშირდნენ და არის სტაბილური. როცა აგვისტოს ომში საომარი ვითარება იყო გამოცხადებული და ქვეყანას, საქართველოს სჭირდებოდა, ჩემი მეუღლე, ძმასთან, მამასთან, მებრძოლებთან ერთად საქართველოს იცავდნენ. ამ წუთას მას სჭირდება საქართველოს მხირდან დახმარება. 

მივმართავ, ასევე, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რომ ჩაერთოს იქნებ ამ საქმეში, მთავრობას, რომ რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს და საპატრიარქოს, რომ ჩაერთოს ამ საკითხში და დაგვეხმარონ", - თქვა ვერიკო ხარაბაძემ.

ყოფილ სამხედროს  არ არსებული საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან,  არ არის გამორიცხული მას საოკუპაციო რეჟიმმა ბრალი დაუმძიმოს და დივერსიის მოწყობაში დაადანაშაულონ.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი