მარიუპოლი ოკუპანტებისთვის მხოლოდ ქალაქია, რომლის აღებისთვის მედალს დაკიდებენ, ჩვენთვის კი მთელი ცხოვრებაა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალყაშიმოქცეულ მარიუპოლზე ისაუბრა და თქვა, რომ ქალაქის დეოკუპაცია ძალიან რთულია, რადგან მტერი ჯარის მობილიზებას აგრძელებს. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ მარიუპოლი რუსული არმიის წევრებისთვის, მხოლოდ პოტენციური ჯილდოა, მაშინ როდესაც უკრაინელებს ქალაქი მთელ ცხოვრებად უღირთ. 

"მარიუპოლის სამხედრო დეოკუპაცია ძალიან რთულია. ჩვენმა ბიჭებმა ამის შესახებ კარგად იციან. ჩვენ მათ ყოველდღიურად ვესაუბრებით. მათაც უჭირთ ამასთან შეგუება. მტერი ჯარის მობილიზაციას აგრძელებს. მათ სხვა მიზანი არ აქვთ, არც არანაირი სტრატეგია გააჩნიათ. ვერ მოახერხეს უკრაინის ერთი ნაწილი ოკუპაცია, ამიტომ დონბასის რეგიონზე გადაერთნენ. ამასთან, ყირიმიდან დერეფნის შექმნა უნდათ, ასევე, ხერსონის ოლქი. მარიუპოლი მათთვის მხოლოდ ქალაქია მეტი არაფერი, ქალაქი, რომლის აღებისთვის, მკერდზე მედლის დაკიდებას შეძლებენ. ჩვენთვის კი მთელი ცხოვრებაა, ადამიანების სიცოცხლე",- ამბობს ზელენსკი. 

იხილეთ ზელენსკის განცხადბებები დღევანდელი ტელემარათონიდან:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი