ვაშაძის თქმით, კონტრაბანდაზე თუ მტკიცებულება არ იქნება, უკრაინამ ბოდიში უნდა მოიხადოს

გამოქვეყნდა:

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია კონტრაბანდაზე შესაბამის მტკიცებულებებს საჭიროებს:

"ტყუილია თუ მართალი, ეს უნდა დამტკიცდეს. თუ ეს ტყუილია, ძალიან მძიმე ბრალდებაა და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული ქმედებები, ნაბიჯები, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რომ დეტალურად მოხდეს ამის შესწავლა და თუ ეს არის ტყუილი, ასეთ შემთხვევაში, ამ ტყუილს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია" ამბობს ვაშაძე.

კითხვაზე, თუ მტკიცებულებები არ იქნება, უნდა მოიხადოს თუ არა უკრაინამ ბოდიში, ვაშაძე პასუხებს, რომ კი: "რა თქმა უნდა. ამას უნდა გამოძიება და მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ მაშინ უკან უნდა წაიღოს ეს განცხადება".

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი