უკრაინის დაზვერვის ბრალდება საქართველოს მთავრობას | "ოცნება" ისევ თავს იმართლებს

გამოქვეყნდა:

კონტრაბანდისტობაში დადანაშაულებული "ქართული ოცნება" უარგუმენტო თავის მართლებას იწყებს. ირაკლი კობახიძემ, თეა წულუკიანმა და უსაფრთხოების სამსახურმა დღეს მხოლოდ ის შეძლეს, რომ უკრაინის დაზვერვის ოფიციალურ ბრალდებას სიძულვილის ენით, გადაბრალებითა და ისევ "ნაციონალური მოძრაობის" დადანაშაულებით უპასუხეს.

ხელისუფლებამ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა იმის დასადასტურებლად, რომ სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთისთვის საქართველო მომარაგების არალეგალურ არხებს არ ხსნის. სწორედ ასეთი ფაქტების გამოქვეყნებას ითხოვს ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორებიც, რომლებმაც უკრაინული დაზვერვის ბრალდების შემდეგ, კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ კრემლის ხელშეწყობისთვის სანქციებ მძიმე იქნება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი