"ქართული ოცნების" ხელისუფლების მსგავსად, ქართული საპატრიარქო კვლავ რუსულ მორჩილებაში რჩება. ბუჩაში მომხდარი არაადამიანური ტრაგედიიდან სამ დღეში, ეკლესიის მმართველი ორგანოს მიერ გავრცელებული განცხადება მწვავე კრიტიკის საგანი ხდება.
ტექსტში თეოლოგები ღიად კითხულობენ ქართული ეკლესიის მცდელობას, არც ტრაგედიას აუაროს გვერდი და არც რუსეთი გააღიზიანოს. მღვდელმთავრები რეალობის ჩანაცვლების მიზნით ცვლიან ტერმინებს, არბილებენ სინამდვილეს და არაფრით არ სურთ რუსეთის დადანაშაულება ამ სისხლისმღვრელ ომში.
იხილეთ ასევე: