საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარს ეხმაურება და წერს, რომ მიუხედავად ომის სასტიკი "კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია.
საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილსა და მწუხარებას იმ ტრგედიის გამო, რაც უკრაინაში ხდება. განცხადებაში რუსეთი, როგორც სასტიკი ომის მომწყობი ნახსენები არაა.
"ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან.
მიუხედავად ომის სასტიკი "კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.
გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის. დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!" - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ასობით გარდაცვლილი ადამიანი ნახეს გრდაცვლილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ, რაც ის უკრაინამ რუსეთის კონტროლისგან გაათავისუფლა.