რუბეჟნოეში დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ლუგანსკში, ქალაქ რუბეჟნოეში რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმისას დაშავდა 5 ადამიანი.

"რუსებმა გუშინ დაბომბეს რუბეჟნოე, ლისიჩანსკი, პოპასნა, სევეროდონეცკი და ტოშკოვკა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორი მაღალსართულიანი შენობა და 9 კერძო სახლი. სევეროდონეცკში ცეცხლი გაუჩნდა ავტოფარეხებს, რუბეჟნოეში - აზოტის მჟავით სავსე ავზებს, პოპასნაში სრულად დაიწვა სახლის სამი სართული", - თქვა მან. 

ასევე იხილეთ: 

რუბეჟნოეში რუსმა ოკუპანტებმა აზოტის მჟავით სავსე ავზი ააფეთქეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი