თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე კიდევ ერთი განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 7 დაკავებულიდან 6-ს 1 წლის ვადით, ხოლო ერთს - 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

მათ რეალურად სასჯელის მოხდა რამდენიმე თვით მოუწევთ, რადგან აღკვეთის ღონისძიების სახით ისედაც პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

პროცესზე მოსამართლემ დაკავებულების ნაწილს ძალადობის ორგანიზების მუხლი - ძალადობად გადაუკვალიფიცირა, რაც ნაკლები სასჯელის ზომას ითვალისწინებს. 

დაკავებულთაგან:

  1. ირაკლი წიგნაძეს ბრალდება 225-ე მუხლიდან 126-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა - 1 წელი.
  2. ბაქარი მაისურაძე - 225-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 126 მუხლით, სასჯელის ზომად - 1 წელი
  3. ნიკოლოზ დადვანი - 225-ე მუხლიდან 126-ზე გადაუკვალიფიცირდა, განესაზღვრა - 1 წელი.
  4. მუხრან დადვანი - განესაზღვრა 1 წელი.
  5. თორნიკე გაბელიანი - განესაზღვრა 1 წელი.
  6. ვანო ბურდული - 225-ე ასევე 126-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა და სასჯელის ზომად განესზღვროს 1 წელი და 6 თვე.
  7. დავით ქოჩიაშვილი - 225-ე მუხლიდან გადაუკვალიფიცირდა 126- მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა - 1 წელი.

ცნობისთვის, არცერთი დაკავებული, ისევე როგორც 5 ივლისის საქმეზე დაკავებული სხვა პირები დანაშაულს არ აღიარებენ. სამოქალაქო სექტორი კი დღემდე ითხოვს ორგანიზატორების დასჯას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი