ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი - კალაძე უკრაინის ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრისას. კალაძემ ეს კომენტარი უკრაინის დაზვერვის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი:

„მე ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია. ყველანაირად თავს ვიკავებთ, რომ რაღაცა კომენტარი გავაკეთოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და არა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პლატფორმებზე მიღებული და ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია.
ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ" - ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, სანქციებში მყოფი კომპანიები საქართველოში ფუნქციონირებას ვერანაირად შეძლებენ.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. ოფიციალური განცხადება 2 დღის წინ გაავრცელა უკრაინულმა მხარემ. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მტკიცებულებების წარმოდგენას უკრაინის ხელისუფლებისგან მოითხოვს. 

დღეს განცხადება გააკეთა დმიტრო კულებამ - ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი