ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს - კულება

გამოქვეყნდა:

ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ რომ არ მოგვეხდინა გავლენა საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთის მიმართ სანქციების გავლენა მინიმალური იქნებოდა.
ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავლენის მოხდენა ქვეყანაზე, ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც ეს შეუძლია და ისე ვმუშაობთ, რომ არ დაეხმარონ რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება", - თქვა კულებამ.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. ოფიციალური განცხადება 2 დღის წინ გაავრცელა უკრაინულმა მხარემ. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მტკიცებულებების წარმოდგენას უკრაინის ხელისუფლებისგან მოითხოვს. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი