ოხანაშვილი მედიას მისი განცხადების არასწორად გავრცელებას აბრალებს - განმარტება და კომენტარის სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი  მედიას მისი განცხადება ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს. საუბარია უკრაინის ხელისუფლებასთან მიმართებაში გაკეთებულ კომენტარზე, სადაც ოხანაშვილმა თქვა -   კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად ალბათ უკრაინაში.

ოხანაშვილი ფეისბუქზე წერს:

"ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება ნაც. მოძრაობისა და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან.
დღეს, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ნაც. მოძრაობის პროვოკაციულ ნაბიჯებს და არა უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებულ ომს, ვუპასუხე, თუ  რას აკეთებდნენ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ!
ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები.
ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი. 
რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყანაა პასუხისმგებელი უკრაინაში ომის წარმოებაზე და იმ შედეგებზეც, რაც იქ ხდება!" წერს ოხანაშვილი. 

ანრი ოხანაშვილის კომენტარის სრული ვერსია: 

"ჩვენი პოზიცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შუამავალი არ გვჭირდება ნაციონალური მოძრაობის სახით. ამიტომ, 
კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად ალბათ უკრაინაში.
ეს გამოცდილება არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას სჭირდებოდეს და სურდეს, მაგრამ ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა და როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გასაკვირი შემდგომ, მათი რაღაცა ნაბიჯები და შემდგომ ჩვენი რეაქცია, ბევრისთვის არ უნდა იყოს. " ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი