უკრაინას აქვს უფლება დასვას კითხვები, რა ტიპის საქონლის ნაწილში არ უერთდება საქართველო სანქციებს - მანჯგალაძე

გამოქვეყნდა:

 „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ უკრაინას აქვს უფლება დასვას შეკითხვები, საქართველომ კი ამ შეკითხვებს უნდ უპასუხოს. განცხადება ამაზე მანჯგალაძემ კონტრაბანდასთან დაკავშირებით, უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციისა და "ოცნების" ხელისუფლების რეაქციებზე გააკეთა:

"ეჭვი არის საფუძვლიანი, თუ არ ვუერთდებით სანქციებს, ანუ ნაწილში რასაც ჰქვია ტექნოლოგიების გატარება, მაშინ უკრაინას ბუნებრივად აქვს უფლება დასვას კითხვები, რა ტიპის საქონლის ნაწილში არ უერთდება საქართველო სანქციებს. შესაბამისად საქართველომ უნდა უპასუხოს, რა თქმა უნდა, რომ არანაირი სამხედრო დანიშნულების, ორმაგი დანიშნულების ტვირთი საქართველოს გავლით არ გადის." ამბობს პაატა მანჯგალაძე

ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. მომხდარს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას ყოვლად დაუსაბუთებელი, აბსურდული ბრალდება უწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინას მოუწოდებს აღნიშნულზე მტკიცებულებები მიაწოდოს, ან ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა.

დღეს განცხადება გააკეთა დმიტრო კულებამ - ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი