
"ვითხოვთ, დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას და საერთაშორისო გამომძიებლების ჩართვას, რათა უმძიმესი სირცხვილი ავარიდოთ ქვეყანას" - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებასა და საქმეში საერთაშორისო გამომძიებლების ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ პარტიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.
ცხადია, უმძიმესი ბრალდებაა, ცხადია ეს ყველაფერი შესაბამის დადასტურებას საჭიროებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმ ისტერიკისა და თავდასხმების, რასაც ახორციელებს უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ჰქონდა დრო, ამ განცხადების შემდეგ დაეწყო გამოძიება.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯაროდ გაკეთებული განცახდების შემდეგ რომელიც დანაშაულზე მიუთითებს, ამ მიმართულებით დაიწყოს გამოძიება და მას ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა, გამოძიებაში ჩართოს საერთაშორისო გამომძიებლები.
ის კი არა, რომ ისტერიკაში ჩავარდნენ, რომ ამის გამკეთებლები არ არიან... "ქართული ოცნების" სიტყვის აღარავის სჯერა არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ... უმძიმესი სირცხვილი ავარიდოთ ქვეყანას, - ამბობს ხაბეიშვილი.