BBC: "პუტინის ულტრანაციონალისტი მოკავშირე და ჯამბაზი ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა"

გამოქვეყნდა:

პუტინის ულტრანაციონალისტი მოკავშირე და ჯამბაზი ჟირინოვსკი გარდაიცვალა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC. გამოცემა წერს, რომ მწვავე გამონათქვამებსა და აბსურდულ ხრიკებზე აგებული კარიერის შემდეგ, 75 წლის ასაკში ის გარდაიცვალა. 

"ის ექვსჯერ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში და იყო ოფიციალური ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც მხარს უჭერდა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. გასული წლის დეკემბერში მან, როგორც ჩანს, იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას.

ის ამტკიცებდა, რომ ჰქონდა Covid-19 რვა ვაქცინა გაკეთებული. მას კორონავირუსი დაუდგინდა და პნევმონიით საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა." წერს BBC.

ჟირინოვსკის სიკვდილი დღეს რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა დაადასტურა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი