"ეს არის აბსოლუტურად აბსურდი" - ბოჭორიშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

გამოქვეყნდა:

არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი, რუსული სანქციების თავიდან ასარიდებლად- უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალების გასარკვევად, ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ სადაზვერვო სამსახურის ინფორმაცია სიმართლეა, საქართველო უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რასაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამანადგურებელი შედეგი მოჰყვეს; 

ოპოზიციის წევრები, ასევე მოითხოვენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლი გამკაცრდეს და მონიტორინგში, საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ.

მმართველი პარტია, კომისიის შექმნას არ აპირებს:

"ეს არის აბსოლუტურად აბსურდი. გამომდინარე იქიდან, როდესაც არ არსებობს მსგავსი ფაქტები, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რაზე უნდა შეიქმნას, ან რა ტიპის საგამოძიებო კომისია, თუ რამე უნდა შეიქმნას.
საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს აქვს ძალიან კარგად და სწორად განსაზღვრული პოლიტიკა, რომელსაც აფიქსირებს და მოჰყვება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში" ამბობს "ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

რუსები ქმნიან არხებს კონტრაბანდისთვის, საქართველოს გავლით - ეს ინფორმაცია უკრაინის დაზვერვამ 4 აპრილს გაავრცელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი