პუტინის შვილები, რუსული ელიტა და მთავრობა | ახალი სანქციები რუსეთს

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინის შვილები, სერგეი ლავროვის მეუღლე და შვილი, რუსეთის პრემიერმინისტრი მიშუსტინი, ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი, მოსკოვის მერი სობიანინი - რუსეთის პოლიტიკური ელიტა სრულად სანქციების ქვეშაა. დასავლეთი ერთმანეთის მიყოლებით აპატიმრებს ქონებას და ყინავს ანგარიშებს.

ახლა მხოლოდ ბოლო და პოლიტიკურად უმძიმესი ნაბიჯის გადადგმა რჩება, პირადად რუსეთის პრეზიდენტის და პირველი დიპლომატის სანქცირებით მსოფლიო უკვე ღიად იტყვის უარს კრემლთან ცივილიზებულ ურთიერთობაზე.

ამერიკული სანქციები, აგრესორი ქვეყნის ელიტარული ფენის წინააღმდეგ მკაცრდება. ამ ეტაპზე უცნობია, რა სახით შეზღუდვები დაწესდა კრემლის გავლენიან პირებსა და მათ ოჯახებზე, თუმცა ცნობილია რომ შეერთებულმა შტატებმა, 4 მსხვილ რუსულ ბანკთან უკვე შეწყვიტა ფინანსური ურთიერთობა.

ევროპაში კი რუსული გაზი, ქვანახშირი, ნავთობი და ბირთვული საწვავი იკრძალება. რეზოლუცია, რომელიც კრემლისთვის გამანადგურებელ სანქციებს ითვალისწინებს ევროპარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე აქვს.


იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი