რუსები არავის ინდობენ, იქნება ეს მშვიდობიანი მოქალაქე თუ სამხედრო, ცხოველებსაც კი კლავენ - უკრაინაში მებრძოლი ქართველი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ოკუპანტები სახმელეთო და საჰაერო თავდასხმებს ისევ შეუჩერებლად აგრძელებენ.

როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები "მთავართან" ყვებიან, რუსების წინააღმდეგობის მიუხედავად, დაპყრობილ ტერიტორიებს უკრაინელებთან ერთად ათავისუფლებენ.

"ჩვენგან მოშორებით არტილერიული დაბომბვები მიდის რუსების მხრიდან. ქართული ჯგუფები არიან შესული, ოპერაციები მიდის დილიდან, მათ შორის ჩვენი დანაყოფები. უკრაინა დაბრუნების ფაზაშია თავისი ტერიტორიების. რუსები არ ინდობენ არავის, მშვიდობიანი მოქალაქე იქნება თუ სამხედრო, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ცხოველებსაც კი კლავენ. მოვკარით ყური, ისე არ არის, როგორც ტელევიზორში გვაჩვენებენო. ყველაფერი ისე კი არა, უარესად არის აქ", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნიკა ჭურაძე.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი