
ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით, საუბარია მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებზე, უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს განცხადებები დაგმობილია.
გარდა ამისა, სეიმი აფასებს საქართველოს მოსახლეობის სოლიდარობას უკრაინის მიმართ:
"გმობს ქართველი პოლიტიკოსებისა და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის;
აფასებს ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პოლიტიკურ პარტიას, გამოხატონ სრული მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისადმი" ნათქვამია სეიმის საგარო კომიტეტის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: