რუსეთი 45 პოლონელ დიპლომატს აძევებს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ქვეყნიდან 45 პოლონელი დიპლომატი გააძევა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი 45 დიპლომატსა და საკონსულოს თანამშრომელს აძევებს. მათ რუსეთი 13 აპრილამდე უნდა დატოვონ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა როგორც თარიღი, ასევე დეპორტირებულის რაოდენობა. ამავე დროს, მათი თქმით, საკონსულოების წევრები ირკუტსკში, კალინინგრადსა და სანკტ-პეტერბურგში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ქვეყნები რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ რამდენიმე დღეა აცხადებენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი