უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებიდან სულ 443 დიპლომატია გაძევებული

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე გააძევეს 443 რუსი დიპლომატი.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პარტნიორმა სახელმწიფოებმა გააძევეს 443 რუსი დიპლომატი. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ჩეხეთმა მნიშვნელოვნად შეამცირეს აგრესორის დიპლომატების რიცხვი, სანამ რუსეთი სრულმასშტაბიან ომს გამოაცხადებდა", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქტია.

"დიპლომატების გაძევება იყო პარტნიორების პასუხი რუსი დიპლომატების დივერსიულ ჯაშუშურ საქმიანობაზე. დასავლეთმა დაარტყა რუსეთის უნარს განახორციელოს აგრესიული პოლიტიკა, შეარყიოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და შეაფერხოს უკრაინის დახმარება", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო განმარტავს, რომ რუსი დიპლომატები წლების განმავლობაში ავრცელებდნენ პროპაგანდისტულ ნარატივებს, ცდილობდნენ რეალობის დამახინჯებასა და კრემლის რეალური სახის დამალვას - დიპლომატების გაძევება არის დემოკრატიული საზოგადოების პირდაპირი პასუხი რუსეთის რეჟიმის დანაშაულებზე - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყება პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, გააგრძელონ აქტიური მცდელობა და ზეწოლა რუსეთზე იმისთვის, რომ შეწყვიტოს უკრაინაში ომი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი