"...ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს" - პაპუაშვილის პასუხი ბუჩაში მიწვევაზე

გამოქვეყნდა:

როგორც სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებმა, დღეს მეც მივიღე რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდე უკრაინაში და საკუთარი თვალით დავრწმუნდე რუსეთის აგრესიის სისასტიკეში - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სტეფანჩუკისგან ბუჩაში ჩასვლაზე მიწვევა მიიღო.

"...რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს." წერს პაპუაშვილი

რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები ბუჩაში მიიწვია იმ სისასტიკის საკუთარი თვალით სანახავად, რაც იქ რუსებმა დაატრიალეს. ინფორმაცია უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი