"უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე, ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია" - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ "შეურაცხმყოფელი განცხადებების" ფონზე, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევა "არარელევანტურია". 

"პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ვისმენთ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი მიზეზი, აქ დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არის არარელევანტური. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ იდგმება არასწორი ნაბიჯები", - თქვა ირაკლი კობახიძე. 

ცნობისთვის, უკრაინის "რადას" თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია იმ სისასტიკის საკუთარი თვალით სანახავად, რაც ადგილზე რუსებმა ჩაიდინეს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი უკრაინის "რადას" თავმჯდომარეს:

"...ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს" - პაპუაშვილის პასუხი ბუჩაში მიწვევაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი