"ქურდული გარჩევა" და მკვლელობა ლაგუნასთან - ექსკლუზიური ვიდეოკადრები

გამოქვეყნდა:

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი და რეზონანსული საქმის ექსკლუზიური კადრები და ახალი დეტალები - "მთავარმა არხმა" მოიპოვა ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობისა და დაპირისპირების საქმის მასალები და ვიდეო მასალა, სადაც დაპირისპირების ყველა მონაწილე ჩანს.

ვიდეოკადრებში 10-მდე ავტომობილი ჩანს, საიდანაც ე.წ "ქურდულ გარჩევაში" მონაწილე პირები გადმოდიან, შედიან შენობაში და გარე პერიმეტრზე მხოლოდ მათი პირადი დაცვის წევრები რჩებიან. გარჩევა დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას 20-საათსა და 43-წუთზე დაიწყო. 
ჩვენ მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს ბრალდებული პირების გადადგილება, შესაბამისად ამ ვიდეომასალით დგინდება, რომ ე.წ „ქურდულ გარჩევაში“ დაახლოებით  20 პირი მონაწილეობდა, შესაბამისად არ არის გამორიცხული რომ ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს.

შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული ექსკლუზიური ფოტომასალით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს  სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით გასროლილი ტყვია და ვაზნები ამოიღეს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი. დერეფანში კი მოკლული, კონსტანტინე ქობულიას გვამი ჩანს. შეუიარაღებელი თვალითაც ადვილადაა შესაძლებელი იმის გარჩევა, რომ  ქობულია სასტიკად სცემეს, გვამს მრავლობითი დაჟეჟილობა და სისხლჩაქცევები აქვს.  უფრო მძიმედ გამოიყურება კიდევ ერთი მოკლული ვახტანგ გურგენიძე. ზურგის მიდამოში კარგად ჩანს სასტიკი ცემის კვალი.  რაც შეეხება ნატყვიარს, კონსტანტინე ქობულიას 15-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი, გურგენიძეს კი ფეხის არეში სამამდე ტყვია. ორივე გარდაცვლილი ნაცემია. 

დგინდება, რომ ქურდული გარჩევის მონაწილეები ქოლ-ცენტრების მფლობელის წარმომადგენლები იყვნენ. საუბარია იმ ქოლ-ცენტრებზე, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებს თაღლითური გზით საქართველოდან ძარცვავენ. სავარაუდოა, რომ კრიმინალური გარჩევაც სწორედ  შავი ბიზნეს წილების გადანაწილებას ეხებოდა.

ოფისის მიმდებარედ, სადაც ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმასთან, კონსტანტინე ქობულიასთან შესახვედრად მივიდა, სნაიპერი იმყოფებოდა, მეტონიძეს კი ჯავშანჟილეტი ეცვა, რომელიც ახლა საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი