რუსი ოკუპანტები "ხერსონის სახალხო რესპუბლიკის დაარსების რეფერენდუმს" ამზადებენ - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები "ხერსონის სახალხო რესპუბლიკის დაარსების რეფერენდუმის" ჩასატარებლად ემზადებიან. 

მათი ცნობით, ქალაქ ნოვაია კახოვკაში აგრესორები იყენებენ ადგილობრივ სტამბებს სააგიტაციო მასალების (ბროშურები, ბუკლეტები, პლაკატები) მოსამზადებლად ე.წ. რეფერენდუმისთვის.

გარდა ამისა, გენშტაბში აცხადებენ, რომ ლუგანსკის ოლქში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ახდენენ მოსახლეობის იძულებით მობილიზებას. 

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, უკრაინულმა არმიამ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მტრის 8 შეტევა მოიგერია. გაანადგურეს მტრის 4 ტანკი, 8 ჯავშანტექნიკა და შვიდი ერთეული მანქანა. 

9 აპრილს, დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის სულ მცირე 13 საჰაერო სამიზნეს გაანადგურეს, მათ შორის 3 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი, 4 საკრუიზო რაკეტა. 

"ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების! ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი