რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და მოსკოვისთვის სანქციების დაწესების გზით - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დროა, რუსეთის ენერგორესურსებს სრული ემბარგო დაუწესდეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უკრაინის მიმართ იჩენს. ჩვენს ეს ყოველთვის გვემახსოვრება და ყოველთვის მადლიერები ვიქნებით. ყველა საკუთარი თვალით ხედავს, რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და მოსკოვისთვის სანქციების დაწესების გზით. ვფიქრობ, სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმაც უნდა მიბაძონ დიდ ბრიტანეთს, რომელიც უდიდეს დახმარებას უწევს უკრაინას. დროა, სრული ემბარგო დაუწესდეს რუსეთის ენერგორესურსებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების მყარი გარანტიების პირობებში.

"მე ასევე მივაწოდე ინფორმაცია ბორის ჯონსონს მოლაპარაკებების პროცესის შესახებ და ჩვენი მყარი პოზიციაა, რომ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემით. იმედი გვაქვს, ლონდონი ამ საკითხში საკვანძო როლს შეასრულებს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამავე თემაზე:

ჩვენ ისე უნდა გავაძლიეროთ უკრაინა, რომ მას ვეღარავინ დაესხას თავს, ვეღარავინ დაემუქროს - ბორის ჯონსონი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი