ლიეტუვა ​და ლატვია ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ

გამოქვეყნდა:

ლიეტუვა ​ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და მას უკანონოდ მიიჩნევს.

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული:

"ლიეტუვა უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციის პირობებში ორგანიზებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ​ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს ასევე ლატვია:

"ლატვია უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი