
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "არჩევნების" კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ ცნობს:
"ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 10 აპრილს გაიმართა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. მიგვაჩნია, რომ ეს "არჩევნები" და მათი შედეგები უკანონოა, ისევე როგორს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს",-წერია განცხადებაში.
ცნობილია, რომ კენჭისყრაში 5 კანდიდატი მონაწილეობდა: მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, პარტია "ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი, ე.წ. პარლამენტის ყოფილი "დეპუტატი" დიმიტრი ტასოევი, "დეპუტატი" გარი მულდაროვი და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე პლიევი.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე 76 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 40 000 ბიულეტენი მოამზადა.
ცნობისთვის, ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
იხილეთ ასევე: