
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სავარაუდოდ, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვს მისი ოპონენტი, ალან გაგლოევი 1 300 ხმით უგებს.
პირველადი მონაცემების გამოცხადებისთანავე გაგლოევის მხარდამჭრები ცხინვალის მოედნაზე შეიკრიბნენ, სადაც პოლიციაც იყო მობილიზებული. ისინი ე.წ. არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობდნენ.
ბიბილოვმა ე.წ. მეორე ტური გუშინვე დააანონსა - "ჩვენ გვესმის, რომ მეორე ტური იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ოქმების 96 პროცენტზე მეტი დამუშავებულია".
ამ არჩევნებს არც საქართველო და არც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს.