უკრაინულ მედიაში ვრცელდება სატელიტური ფოტოები, სადაც ჩანს, რუსული სამხედრო ტექნიკა ხარკოვისა და დონეცკის რაიონებთან, კერძოდ, ქალაქ ვალუიკში და ბელგოროდის რაიონის სოფელ სოლოტიში.
"სატელიტურ სურათებში ჟურნალისტებმა შენიშნეს სამხედრო აღჭურვილობის მასიური დაგროვება, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები და კარვების ბანაკის განლაგება. სავარაუდოდ, ეს ძალები დონბასზე შემდგომი თავდასხმისთვის ემზადებიან" - წერს მედია.
რუსეთის მზადება უკრაინის აღმოსავლეთით გადამწყვეტი შეტევისთვის - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბიც ავრცელებს. ირკვევა, რომ საზღვრისპირა რეგიონებისკენ აქტიურად მიმდინარეობს არმიის ნაწილების გადაჯგუფება.