უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

რუსეთის მზადება უკრაინის აღმოსავლეთით გადამწყვეტი შეტევისთვის - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ირკვევა, რომ საზღვრისპირა რეგიონებისკენ აქტიურად მიმდინარეობს არმიის ნაწილების გადაჯგუფება.

ბრძოლების განახლებას მოელიან დონეცკისა და ტავრიჩესკის მიმართულებებითაც, სადაც გენშტაბის ცნობით რუსები რამდენიმე ქალაქის აღებას გეგმავენ. მათ გეგმაშია, ასევე, მარიუპოლის სრულად აღება. ოკუპანტები ნაწილობრივ ისევ აგრძელებენ ხარკოვის ბლოკირებას და ცდილობენ ქალაქ იზიუმში უკრაინული ძალების  გარღვევას.

"ჯერჯერობით ჩვენი შეიარაღებული ძალები ახერხებენ ქალაქის დაცვას და ხარკოვიდან მასობრივი ევაკუაციის მიზეზი არ არსებობს, თუმცა ლოზოვოდან და ბარვენკოვოდან ევაკუაცია მიმდინარეობს. ზოლოჩევოსა და დეგაჩში თავდასხმის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის სამწუხაროდ 10 მოკლულია, აქედან ერთი ბავშვია, 11 კი დაჭრილია. ცხელ წერტილად რჩება იზიუმი, სადაც ჩვენმა ძალებმა  მტრის ტანკების კოლონის განადგურება შეძლეს და არ მისცეს მათ საშუალება ძალები ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით გადაესროლათ", - ამბობს ოლეგ სინეგუბოვი, ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

უკრაინის აღმოსავლეთში მოსალოდნელ სრულმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინა მზადაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი