ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა | პრეზიდენტმა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა იარაღი მოითხოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა და იარაღის მიწოდებაში დახმარება სთხოვა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, თვითმფრინავები, ტანკები, სხვა ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა.

"როცა საქმე ომში გადარჩენას ეხება, რომელიც მიმართულია ხალხის სრული დამორჩილებისკენ, საჭიროა გავცეთ პრინციპული პასუხები. უნდა გადაიხედოს იარაღის მიწოდების არსებული წესები და იმოქმედეთ სწრაფად. უნდა დაგვეხმაროთ. უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიცემა ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენას და არა მხოლოდ ჩვენი ქალაქების დებლოკირების შესაძლებლობას, არამედ სხვა სახელმწიფოების, სხვა რეგიონების გადარჩენას მზარდი რუსული აგრესიისგან",- თქვა ზელენსკიმ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი