ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს ენმ-ს დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე მიაწოდეს ინფორმაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის დელეგაციას,რომლებსაც პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ, ენმ-ს წევრებმა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. 

"პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა საშუალება, რომ პარლამენტიდან სიტყვით მიემართა, საქართველოს მოსახლეობისათვის ეს მათ პირდაპირ დაასახელეს ეს ერთი მაგალითი. მეორე, რა თქმა უნდა, ის რომ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით სასამართლოსთან მიმართებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე ის რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება,ასევე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, რომ ჰუმანიტარული დერეფნით ტრანსფერით მას უნდა მიეცეს რეაბილიტაციის", - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხატია დეკანოიძემ.

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები დღეს საქართველოს პრეზიდენტს და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შეხვდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი