რუსეთის პირველი დეფოლტი ბოლო საუკუნის განმავლობაში, ახლა გარდაუვალია - Bloomberg

გამოქვეყნდა:

ქვეყნის ფინანსებისთვის მორიგი სასტიკი კვირის შემდეგ, რუსეთის პირველი დეფოლტი ბოლო საუკუნის განმავლობაში, ახლა გარდაუვალია - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა, Bloomberg ავრცელებს. 

უპირველესად ხაზინამ შეაჩერა აშშ-ს ბანკებში რუსეთის ანგარიშებიდან დავალიანების გადახდა დოლარებში, რამაც გააძლიერა შეზღუდვები ქვეყნის მიმართ. შემდეგ, როდესაც დაბლოკეს უცხოური ვალუტის გადახდის მცდელობა, რუსეთმა დაარღვია ობლიგაციების პირობები და ინვესტორებს დოლარის ნაცვლად რუბლი გადაუხადა.

გამოცემის ცნობით, ეს გრძელდება მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში თებერვალში, და აშშ-მ და დასავლეთმა ბანკებს, კომპანიებისა და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. ცენტრალური ბანკის საგარეო რეზერვების გაყინვამ რუსეთი გამოთიშა გლობალური ფინანსური სისტემიდან, რამაც იგი რამდენიმე დღეში მსოფლიოს ყველაზე მეტად დასანქცირებულ ქვეყნად აქცია.

სტატიაში ნათქვამია, რომ ICE Data Services-ის უახლესი მონაცემების თანახმად, ვალის დაზღვევა ახლა თითქმის 90%-იან შანსს იძლევა, რომ დეფოლტი წელს მოხდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი