"შვილი ჰყავს, ყოველ დღე მეკითხება, მამა სად არისო" - ოკუპანტების გატაცებული სამხედროს დედა

გამოქვეყნდა:

ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამხედრო წვრთნები - ეს არის ის სამი ძირითადი თემა, რაზეც ამ წუთებში, ერგნეთში, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მსჯელობენ. საუბარი შეეხება ახალგორში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასაც.

როგორ ირკვევა, ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკართან განაახლეს და დამატებითი ძელები დაამონტაჟეს.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 8 პირი რჩება, მათგან ორი ყოფილი სამხედროა. უკანონო ტყვეობაში მყოფების ნათესავები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

"ვითხოვ ჩემი შვილის დაბრუნებას, ჰყავს შვილი, რომელიც ყოველ დღე მეკითხება მამა სად არის. ძალიან განვიცდი, მთავრობას ვთხოვ, ღარიბაშვილს ვთხოვ, რომ მოგვაქციოს ყურადღება, ნუ დატოვებს ჩვენ მიმართვას გულგრილად, მოგვაქციოს ყურადღება, მასაც ჰყავს შვილები, მასაც ჰყავს ოჯახი, დაგვიბრუნოს", - ამბობს მანანა მაჩაბელი, გატაცებული ლევან მაჩაბლის დედა.

ცნობისთვის, ეს ერგნეთში რიგით 106-ე შეხვედრაა. 

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან ქართველი ჯარისკაცი, ლევან მაჩაბელი  31 მარტს გაიტაცეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი