"იმის გამო, რომ სამძიმარი მოიხადოს პაპუაშვილმა ბუჩაში, არახამია უნდა გადადგეს, ეს ნორმალურია?" - ასე ეხმაურება,"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე, "ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ულტიმატუმს.
დეპუტატის თქმით, ის რაც ვერ გაბედა პუტინის რუსეთმა, გაბედა კობახიძემ რაზეც აუცილებლად უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და არახამიასთან დაკავშირებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადოს.
"რუსეთის დელეგაციას, რომელიც იმყოფება ომში, დამანგრეველ ომში უკრაინასთან, არ გაუბედავს არახამიასთვის, უფლებამოსილების შეწყვეტა, გადაყენება და ა.შ, ეს გაბედა კობახიძემ. რაზეც, რა თქმა უნდა, უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და თუ ვინმეს ბოდიშის მოხდაზეა საუბარი თუ გვინდა, რომ არ მოგვეჭრას თავი საერთაშორისო ასპარეზზე, დღესვე კობახიძემ და ქართულმა ოცნება არახამიასთან დაკავშირებული განცხადებების გამო, უნდა მოიხადოს ბოდიში . იმის გამო, რომ სამძიმარი მოიხადოს პაპუაშვილმა ბუჩაში, არახამია უნდა გადადგეს, ეს ნორმალურია?", - ამბობს მანჯგალაძე
ცნობისთვის, "ოცნების" გუნდმა ომში მყოფ უკრაინას, პაპუაშვილის ვიზიტის სანაცვლოდ, ყოფილი ხელისუფლების წევრების თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.