
უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის მევახშე და თუ ვინმე ბანკების მეშვეობით ადამიანებს პარავს ფულს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ პრესა.ჯი-ს დამფუძნებელმა გიორგი კაპანაძემ ნიკა გვარამიას საავტორო გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა.
კაპანაძე ამბობს, რომ ივანიშვილი არამარტო ბანკ "ქართუს" აკონტროლებს, არამედ გავლენა კიდევ სხვა რამდენიმე ბანკზე აქვს.
ივანიშვილი და "ქართული ოცნება" სხვებს რომ ეძახიან მევახშეს, თუ ვინმე არის მევახშე საქართველოში, ნომერ პირველი მევახშე ივანიშვილია. რატომ? იმიტომ რომ აკონტროლებს "ქართუ ბანკს", პირდაპირ და ირიბად აკონტროლებს "ლიბერთი ბანკს" რუხაძის საშუალებით, ასევე მას აქვს გავლენა "საქართველოს ბანკში" და უფრო მეტი, ის ფლობს აქციებს "თიბისი ბანკშიც". ასევე, "საქართველოს ბანკში" მას ჰყავს კადრები, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ოპერაციას გააკეთებს, თუ დასჭირდება და ამოცანა უკარნახებს, - ამბობს კაპანაძე.