
"ჩემი სტატუსის გამო დაბარებული ვარ დაკითხვაზე 2021 წლის საქმეზე, არჩევნების მეორე ტურის წინ რომ გამოდეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ფარულად ჩაწერილი ბესო წერედიანის არაფერი და რომ აღძრეს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით - აი მაგ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში", - ამის შესახებ TV ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე წერს:
ჟურნალისტებმა მკითხეს და ვერ ვუპასუხე და აქ გავარკვიეთ, რომ ჩემი სტატუსის გამო დაბარებული ვარ დაკითხვაზე 2021 წლის საქმეზე, თუ გახსოვთ, (მე არ მახსოვდა) არჩევნების მეორე ტურის წინ რომ გამოდეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ფარულად ჩაწერილი ბესო წერედიანის არაფერი და რომ აღძრეს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით - აი მაგ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში:დ
რა კავშირებს ხედავენ, ერთი სული მაქვს მოვისმინო; ან იმ ჩანაწერში რა ვერ გამოიძიეს აქამდე - მოკლედ, მე ბევრი კითხვა მაქვს, - წერს მშვილდაძე.