საკონსტიტუციო ცვლილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ივანიშვილს ეკისრება - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ახლა სრულად ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს ეკისრება - ასე აფასებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ სიტუაციას დღეს ოპოზიცია.

საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება უზრუნველყოფილი, იქცეს კონსტიტუციურ კანონად. ამისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს. თუ გაათავისუფლებს ივანიშვილი პატიმრობიდან გიორგი რურუას, რომელსაც იარაღი ჩაუდო, ხო მისთვის უკეთესი, გათავისუფლება ეს ადამიანი ოთხ თვეში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. 

ოპოზიციური პარტიები ქვეყნის მთავარ კანონში ცვილებებს მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერენ, თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

გიორგი რურუა კვლავ არის ციხეში, შესაბამისად, 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ არ დავუჭერთ მხარს, თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდება. ამიტომ ველოდებით ხელისუფლებისგან ნაბიჯებს, რომ მოეგოს ივანიშვილი გონს და გაათავისუფლოს რურუა. ჩვენ პირველ მოსმენაზე მხარდაჭერით, ქართულ ოცნებას კიდევ მივეცით დამატებით დრო, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური დევნის მიმართულებით, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ კახიძე.  

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ 136 მომხრით და 5 წინააღმდეგით მიიღო. "ევროპულმა საქართველომ" ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პოლიტიკური გადაწყვეტილება პარტიამ კი იმით ახსნა, რომ თუ პროექტი პირველი მოსმენით ჩავარდებოდა, მისი ხელახლა განხილვის დაწყება პარლამენტში ვეღარ მოხდებოდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შანსიც კი აღარ არსებობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი