უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ქვედანაყოფებმა შიდა ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ. არესტოვიჩის თქმით, ოპერაციის ჩატარება "აზოვმა" პროფესიონალურად უზრუნველყო. შედეგად, 36-ე ბრიგადამ თავიდან აიცილა განადგურება, ხოლო "აზოვმა" მიიღო დამატებითი სერიოზული ძალა:
სწორედ 36-ე ბრიგადის სახელით გავრცელდა კვირის დასაწყისში ინფორმაცია, რომელიც ფეიკი აღმოჩნდა და სადაც თითქოს ნათქვამი იყო, რომ ბრიგადას ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო იარაღი აღარ ჰქონდათ.