ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ინტერპარტიულ ჯგუფს - პაპუაშვილი უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

ვინ მიდის უკრაინაში -პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებს იწყებს.  დღეს უნდა გახდეს ცნობილი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა და იმ დეპუტატების ვინაობა, ვინც კიევში გაემგზავრება. 
შალვა პაპუაშვილი საკუთარ წინადადებას ოპოზიციას გააცნობს.  შეხვედრის დაწყებამდე კი განაცხადა რომ უსაფრთხოებიდან და ფორმატიდან გამომდინარე დელეგაცია არ იქნება მრავალრიცხოვანი.

"უკრაინაში არის ომი, ვიზიტის ფორმატი არის სხვაგვარი. მე ჩემს კოლეგასაც ვუთხარი. დღეს მექნება შეხვედრა სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებთან და თავისთავად , მე ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყოს წარმოდგენილი" თქვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი, რაც ჰიბრიდული ომის ნაწილია, მასში ჩართული არიან შიდა ძალებიც და ეს ყველაფერი გაუგებრობებს იწვევს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი