შალვა პაპუაშვილთან ონლაინ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი. ის წერს, რომ პაპუაშვილმა დაუდასტურა მზაობა უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვიოს.

"ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს პარლამენტარებს საქართველოდან თავიანთი თვალით ნახონ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას!

გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიპოვით ყველა შეხების წერტილს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. და ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის, რაც განგვასხვავებს", - წერს სტეფანჩუკი. 

სტეფანჩუკთან საუბარს სოციალური ქსელით გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილიც. მან დაწერა, რომ შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში ვიზიტზე.

"ქართული ოცნება" მანამდე უკრაინას საკუთარ პირობებს უყენებდა, თუმცა გაირკვა, რომ  პარლამენტის თავმჯდომარემ ჩასვლა გადაწყვიტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი