მარიუპოლის მახლობლად 10 000-ზე მეტი რუსი სამხედროა, რომლებიც ქალაქის აღებას ცდილობენ - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, მარიუპოლის მახლობლად 10 000-ზე მეტი რუსი სამხედროა, რომლებიც ქალაქის აღებას ცდილობენ.

ამის შესახებ მან უცხოელ ჟურნალისტებს კიევის რეგიონის ქალაქ გოსტომელში ვიზიტისას განუცხადა. შეხვედრის ვიდეო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

​შეგახსენებთ, ქალაქი მარიუპოლი ოკუპანტებს 1 მარტიდან ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული, ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. 2 დღის წინ რუსებმა იქ სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს. 

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ და რუსი ოკუპანტების მიერ, მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 21 ათასს გადააჭარბოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი