კრეისერი "მოსკოვი" - შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის აგებისა და განადგურების ისტორია

გამოქვეყნდა:

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს - სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“ 13 აპრილს, უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“ მოხვდა. 

ინფორმაცია თავდაპირველად ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით რუსეთმაც დაადასტურა.

კრეისერ "მოსკოვის" ისტორიაზე უკრაინული გამოცემა  UNIAN სტატიას აქვეყნებს. 

სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" ეკუთვნის პროექტს 1164, კოდი "ატლანტი" -შეიქმნა იმისთვის რომ სარაკეტო იერიშები მიეტანა ამერიკულ ავიამზიდებზე. 

ამ ტიპის ხომალდების მთავარი შეიარაღებაა შორ მანძილზე მოქმედი ხომალდსაწინააღმდეგო 12 მეტრიანი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ 550 კმ დაახლოებით 3000 კმ / სთ სიჩქარით.  თითოეულ კრეისერზე 16 ასეთი რაკეტა იყო 5600 კტ (კილო ტონა) [მაგალითისთვის, ატომური ბომბის წონა, რომელმაც ჰიროსიმა გაანადგურა, 21 კტ იყო.]  

მისი ყველა სხვა იარაღი ექსკლუზიურად თავდაცვითია, კრეისერს ასევე გააჩნდა საკუთარი ვერტმფრენი.

სარაკეტო კრეისერები ასტრონომიულად ძვირადღირებული იარაღია და მიუხედავად იმისა, რომ  სსრკ-ს 10 ასეთი გემის გეგმა ჰქონდა, პროგრამა 6-მდე შეამცირეს, მაგრამ ექსპლუატაციაში ჩაუშვეს - 3.

1982 წელს ექსპლუატაციაში გაუშვეს ხომალდი "დიდება", რომელსაც შემდეგ "მოსკოვი" ეწოდა [1991 წელს], რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი;
1986 წელს - "ლობოვის ფლოტის ადმირალი", ამჟამინდელი "მარშალი უსტინოვი", რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ფლოტის ბაზაზე;
1989 წელს კრეისერი სახელად "წითელი უკრაინა", რომელსაც 6 წლის შემდეგ  "ვარიაგი" დაარქვეს და რუსეთის ფედერაციის წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანად დანიშნეს.

ყველა ეს ხომალდი აიგო ნიკოლაევში.

კრეისერი "მოსკოვი" 1991 წლის მარტში, ექსპლუატაციაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ, დააბრუნეს მიკოლაევში რემონტისა და მოდერნიზაციისთვის. 1999 წელს კი ის სევასტოპოლში გადაიყვანეს

უკვე 2008 წელს სარაკეტო კრეისერმა ფორმალური მონაწილეობა მიიღო საქართველოს წინააღმდეგ ომში. ფორმალური, რადგან არ არსებობდა ადეკვატური სამიზნეები ამ გემისთვის. 
2014 წელს "მოსკოვმა" არ შეუშვა უკრაინული გემები დონუზლავში. 2015 წელს მონაწილეობდა სირიის ოპერაციაში, სადაც მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება მოუწია. 
2016 წლიდან გემი არ გასულა ზღვაში ცუდი ტექნიკური მდგომარეობის გამო.

2020 წელს "მოსკოვის" სამწლიანი რემონტი დასრულდა. გაარემონტეს მისი მთავარი და დამხმარე ელექტროსადგურები და განახლდა საბორტო რადიო და ელექტრო სისტემები. ასევე, P-500 რაკეტები შეიცვალა მოდერნიზებული P-1000 „Vulcan“-ით, რომლებიც ორჯერ უფრო შორ მანძილზეა გათვლილი.

რუსული მედიის ცნობით, „მოსკოვს“ ამ რემონტის შემდეგ „ათ წელზე მეტს“ უნდა ემსახურა. კრეისერის ღირებულება არ სახელდება, მაგრამ ის შეიძლება შეფასდეს ათეულობით მილიონ დოლარად.

24 თებერვალს, რუსეთის შემოჭრის პირველ დღეს, სარაკეტო კრეისერმა მოსკოვმა მონაწილეობა მიიღო კუნძულ ზმეინზე შეტევაში. იქიდან უკრაინელებმა ის  на х*й-ზე გაუშვეს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი