ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული - მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდებიან, ისინი მოსკოვისთვის "ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად" იქნებიან აღქმული.

მედვედევმა telegram-ის არხზე დაწერა, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახმელეთო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები, ასევე, არსებითად გაზარდოს სამხედრო-საზღვაო ძალები ფინეთის ყურის აკვატორიაში. 

გარდა ამისა, მედვედევი განმარტავს, რომ რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, შვედეთთან და ფინეთთან ტერიტორიული დავა არ აქვს, ამიტომ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას მოსკოვი "სხვაგვარად მოეკიდება".

ამავე თემაზე:

ფინეთი და შვედეთი NATO-ში შესაძლოა ზაფხულში გაწევრიანდნენ - The Times

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი